"ბარსელონა" სამუელ უმტიტის გასაშვებად მზადაა - ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს

AutoSharing Option
როგორც გავლენიანი საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ი იუწყება, "ბარსელონა" მზადაა, ზაფხულში მისი ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის გასხვისების საკითხი განიხილოს.

25 წლის მცველის სამსახურით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. თავის მხრივ, კატალონიურ კლუბში პრობლემები აქვს თავად ფრანგსაც. ის ტრავმის მორჩენის შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე რჩება, მისი ადგილი კი მისმა თანამემამულე კლემან ლანგლემ დაიკავა.

გარდა ამისა, "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს "აიაქსის" კაპიტნის, 19 წლის მატიას დე ლიხტის გადაბირებასაც, რაც უმტიტის გასხვისებას უფრო რეალურს ხდის.

როგორც Goal.com-ი აღნიშნავს, კატალონიელები ფრანგ მცველს 70 მილიონ ევროზე იაფად არ
შეელევიან.

სამუელ უმტიტი "ბარსელონას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მან კლუბთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ