"მანჩესტერის" მენეჯერის ოლე-გუნარ სოლსკიაერის აგენტი ჯიმი სოლბაკენი ინგლისში ჩავიდა კლუბთან მოლაპარაკებებისათვის.
ESPN-ის ცნობით, ის ინგლისში გასულ უქმეებზე იმყოფებოდა, შემდეგ სამშობლოში წავიდა და 27 მარტს უკან დაბრუნდა. ინგლისში ნორვეგიიდან დაბრუნდა სოლსკიაერიც, რომელიც სანაკრებო პაუზისას სახლში ისვენებდა.
როგორც იუწყებიან, სოლსკიაერს შესაძლოა, კონტრაქტი ამ კვირაშივე გაუგრძელონ, მაგრამ ამას ახლავე არ გამოაცხადებენ.
მან "მანიუ" 2018 წლის დეკემბერში ჩაიბარა და ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.