ფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

AutoSharing Option
"აიაქსის" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის სამსახურით პსჟ იყო დაინტერესებული, მაგრამ ჰოლანდიის რადიოს ცნობით, ის "ბარსელონაში" გადასვლაზე მისმა საფეხბურთო კერპმა ლეო მესიმ დაარწმუნა, რომელმაც პირადად დაურეკა. შემდეგ "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ორჯერ გადაფრინდა ამსტერდამში და ტრანსფერი 75 მილიონ ევროდ გაჩარხა.

"აიაქსი მომენატრება. წელს წარმატებული სეზონი გვქონდა. რა თქმა უნდა, მინდა მალე ჩავიდე ბარსელონაში და მესისთან ერთად ვითამაშო. ლეოს გაცნობა და მასთან ერთად სიხარულის მოედანზე გაზიარება შესანიშნავი იქნება.

მხოლოდ მესის მივცემ პასს. მე თვითონ მაინტერესებს, როგორ ვითამაშებ", - განუცხადა დე იონგმა FOX
Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერტის თუ ვერმის! ბოდიში მომითხოვი,ა მესიმ შენთან შეუთანხმებლად, რომ დაურეკა ფრენკის. კიდევ ერთხელ ბოდიში ლეგენდას მაგივრად.
ეს რა მოგვივიდა?
09 ივლისი 2019 12:25
0
კიდევ ერთი ალბა, გვინდა ახლა ჩვეენ? გაიხედე ბიძია გვერდზე და ვინც უკეთეს პოზიციაშია მას მიეცი პასი :)
la masia
16 მაისი 2019 15:46
4
სად გავიცინოთ?
????
16 მაისი 2019 16:36
0
როგორ უნდა ბარსას და მესის ჩ.ლ.-ის მოგება ყველას ყიდულობენ,მაგრამ სანამ მესი იქნება ამას ვერ მოესწრებიან იმიტომ რომ გადამწყვეტ მომენტში ის ფლავდება.ეტყობა ბუნებით ასეთია.
მხოლოდ ფაქტებით
16 მაისი 2019 14:54
18
მხოლოდ ფაქტებს/ შე მართლა ფლავო.
ლეო
16 მაისი 2019 17:07
0
როგორ გეტყობა ხელწერაზე, რო მსხვადასხვა ბოღმიანი კომენტარების ავტორი ერთ კაცი, რომ ხარ? უბრალოდ სხვის სახელებს იყენებ. გიცანით ბატონო! მესიზე პირი გამოირეცხე. ბარსა-მესი
მხოლოდ ფაქტებს ვეხმაურები
16 მაისი 2019 16:35
0
გენაცვალე ფრენკი, იცი ვის გვერდით უნდა ითამაშო! ლეგენდასთან!
გია1
16 მაისი 2019 14:24
0
ბოდიში მომითხოვნია, მაგრამ არ ვიცოდი, "ლეგენდა" თუ ურეკავდა ფეხბურთელს და თავის კლუბში გადასვლაზე ითანახმებდა.

რას არ გააკეთებს კაცი დამატებითი შემოსავალი რომ მიიღოს... :D :D :D
vermi
17 მაისი 2019 17:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული