ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი კლუბს რომ დატოვებს, ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
როგორც სხვადასხვა სააგენტო იტყობინება, მადრიდელებმა მისი შემცვლელი უკვე შეიძინეს - ეს "პორტუს" ცენტრალური მცველი, ბრაზილიელი ფელიპეა.
"ატლეტიკოს" აღნიშნული ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
ფელიპე 30 წლის ფეხბურთელია. გასულ სეზონში პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 31 შეხვედრა გამართა, სადაც 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
გარდა ამისა, ფელიპემ "პორტუს" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ათივე მატჩში.
მადრიდის "ატლეტიკო" ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს
მომავალში დაადასტურებს.