"ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ახლა რადიო Cadena Ser-ი ამტკიცებს, რომ ის "ბარსელონასთან" მოლაპარაკებას გასული წლის ნოემბრიდან აწარმოებდა, წინასწარი კონტრაქტი კი მარტში გააფორმა, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი არ იყო.
გრიზმანს "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და სხვა კლუბთან მოლაპარაკების წარმოების უფლება არ ჰქონდა.
გრიზმანის მსურველ კლუბს ტრანსფერი შეუძლია 120 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.