სანტიაგო კანისარესი: რეიესი მისგან გმირის ხატის შექმნას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა კომენტარი გააკეთა ხოსე ანტონიო რეიესის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით, მომხდარი მოვლენა ადეკვატურად უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. 

"მაღალი სიჩქარით სიარული დანაშაულია. რეიესის გარდა ავტოკატასტროფაში სხვა ადამიანიც დაიღუპა. რეიესი არ ისმახურებს მისგან გმირის ხატის შექმნას.  ეს არ ნიშნავს, რომ არ მეწყინა მომხდარი ამბავი და გარდაცვლილების სულისთვის არ ვლოცულობ"- დაწერა კანისარესმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, ესპანელი ნახევამრცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.  ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა საკუთარ Mercedes Benz Brabus S550-ს. ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა.
ესპანური პოლიციის ცნობით რეიესი დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

altსაშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

ასევე დაგაინტერესებთ