კანისარესი გვარდიოლას აკრიტიკებს: საერთო ჩატში ყოფნასაც არ კადრულობს, ვიღაცამ ტვინი შეუცვალა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა მკაცრად გააკრიტიკა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.

"ის ნაკრების ჩატში არ არის. არ ვიცი, რა დაემართა. ხოსეპთან კონტაქტი დიდი ხანია დავკარგე. ამ ჩატში გვარდიოლას გარდა ყველაა, ვინც ოლიმპიადაზე ითამაშა.

შეიძლება იმიტომ, რომ ახლა ყველა ჩვენგანზე უფრო ცნობილი ბიჭია. არ ვაკრიტიკებ მას ჩატში არყოფნის გამო. მესმის, რომ მას დიდი სტრესის გაძლება უწევს. მაგრამ აქ არიან ლუის ენრიკე, აბელარდო, მაგრამ ის არ არის...

ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როცა ის ესპანეთზე ნეგატიურად ლაპარაკობს. არ ვიცი, ვინ
და როდის გამოიწვია მისი ტვინის მუტაცია. ის არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ ვერ გეტყვით, გვარდიოლას პოლიტიკურ ტვინს ვინ მართავს", - განაცხადა 50 წლის კანისარესმა.

კანისარესი და გვარდიოლა 1992 წლის ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები იყვნენ და ბარსელონაში გამართულ თამაშებში ოქროს მედლებიც მოიგეს. ამჟამად კი გვარდიოლა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული