
ლეგენდარული ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი ამ ეტაპზე "ვალენსიას" ძირითად მეკარედ გიორგი მამარდაშვილს მოისაზრებს. ამის შესახებ მისი Twitter-ის პოსტიდან ხდება ცნობილი.
ჟურნალისტმა ივან განდიამ მას სოციალურ ქსელში ჰკითხა, თუ ვინ უნდა იყოს მისი აზრით დღეს "ვალენსიაში" მყოფი 4 მეკარიდან ძირითადის წევრი.
"ვფიქრობ, ამ ეტაპზე დებატებს აზრი არ აქვს... ერთ-ერთმა მათგანმა თავისი თამაშით ყველაფერს ნათელი მოჰფინა... ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - ამბობს კანისარესი.
ცხადია, ლეგენდარული ესპანელი კიპერი გიორგი მამარდაშვილს გულისხმობდა, რომელიც 1 ტურის შემდეგ ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ესპანური პრესა
ვარაუდობს, რომ პრიმერას მეორე ტურში "გრანადასთან" საგარეო მატჩში მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება.