"ბარსელონა" ნეიმარში 180 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ პსჟ და "ბარსელონა" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

უფრო სწორად, კლუბები ვაჭრობენ - "პარი სენ ჟერმენი" ბრაზილიელში 250 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსა" კი 180 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

საქმის მოსაგვარებლად კატალონიურ გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. ლაპარაკია ფელიპე კოუტინიოზე, უსმან დემბელეზე, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი "ბარსელონას" პირად კონტრაქტზე მოურიგდა და მზადაა ამჟამინდელი წლიური გასამრჯელოს, 36 მილიონის ნაცვლად 24 მილიონი აიღოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეიმარი უკვე ტრავმებ მოჭარბებული ფეხბურთელია და რეალურად,ალბათ მაგდენიც აღარ ღირს.რა თქმა უნდა ყველას გვენატრება ის ძველი,ზღაპრული ტრიო,მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა,მესი უკვე 32 წლისაა,სუარესი ,კიდევ მეტი.ასე რომ ზღაპრის გაგრძელება აღარ მგონია გამოვიდეს.ერთ წყალში,ორჯერ ვერ შეხვალ.
სოსო
08:36 05-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული