"ბარსელონას" პრეზიდენტი: დემბელე ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელია

AutoSharing Option
კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ მათი კლუბის ფეხბურთელი პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარს შეადარა და საინტერესო დასკვნაც გააკეთა.

"დემბელე ახალგაზრდა და ნიჭიერია, მას კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მე მიმაჩნია, რომ ის ნეიმარზე გაცილებით  უკეთესი ფეხბურთელია. დემბელე კიდევ უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, ჩვენ გვურს, რომ მან ეს "ბარსას" რიგებში გააკეთოს"- გადმოსცემს ბართომეუს სიტყვებს ESPN.

22 წლის დემბელე "ბარსაში" დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახრხა. დემბელეს მოსვლამდე კლუბი ნეიმარმა დატოვა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში 37 შეხვედრა
ჩაატარა და 34 გოლი გაიატანა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ძმურად მითხარით რა? არგენტინა-ჩილეს თამაში როდისაა და რომელ საათზე. არ გაატაროთ.
0
იმდენი შენი........ რაც ეგრე არაა. დემბელე ნეიმარზე უკეთესია და ვიდალი აზარზე მისი ლოგიკით)))))
ZAZA
14:46 06-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული