"ბარსელონა" საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ შეხვდნენ ანტუან გრიზმანს "ბარსას" ფეხბურთელები, როცა ფრანგი ფეხბურთელი პირველად მივიდა გუნდში.
ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ფეხბურთელებმა გრიზმანი ძალიან თბილად მიიღეს. განსაკუთრებით გახარებული სამუელ უმტიტი იყო, რომელსაც გრიზმანის კოცნაც კი უნდოდა.
28 წლის ანტუან გრიზმანმა "ბარსელონასთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კატალონიურ კლუბში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.