ანტუან გრიზმანი: ჩემზე განაწყენებულ მესისთან და სუარესთან კარგ ურთიერთობას საგოლე პასებით დავამყარებ

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ატლეტიკოსგან" 120 მილიონ ევროდ შეძენილი 28 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "კამპ ნოუზე" წარადგინა.

გრიზმანი ახალ გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მისი კლაუსულა 800 მილიონი იქნება.

პრეზენტაციის შემდეგ მან კლუბის საიტს პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გადმოვედი და სერიოზულ გამოწვევას ვიღებ. მე მზად ვარ.

ყოველთვის ვცდილობ, კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშო. ყველა ტურნირის მოგება მინდა.

მესისთან ერთად თამაში ენითაუწერელი ბედნიერების წყაროა.

რაც შეეხება იმას, რომ მესი და სუარესი ჩემი შარშანდელი გადაწყვეტილების გამო განაწყენებულნი არიან - შესაძლოა. მალე შევხვდებით.
ჩემი საგოლე გადაცემებით ყველაფრის დარეგულირება შემიძლია. თუ ბოდიშის მოხდაა საჭირო, მოედანზე მოვიხდი. ჩემთვის საუბარი იქ უფრო ადვილია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული