იკერ კასილასი "პორტუს" ადმინისტრაციაში იმუშავებს

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე 2019/20 წლების სეზონში არ ითამაშებს. აღდგენითი პერიოდის განმავლობაში იკერ კასილასი დაიკავებს ადმინისტრაციულ პოზიციას მმართველობით სისტემაში.

იკერის მოვალეობა კლუბის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ბოსების ერთმანეთთან დაკავშირება იქნება.

"მე ვაპირებ ისეთი მოვალეობების საკუთარ თავზე აღებას, რაც მოედანზე არსებული ჩემი ვალდებულებებისგან განსხვავდება. ვეცდები, გუნდსა და კლუბის სისტემას შორის პოზიტიური კავშირი დავამყარო.

გასული სეზონის ბოლოს, როცა ეს ყველაფერი შემემთხვა, კლუბის პრეზიდენტი მესაუბრა. მან მითხრა, რომ სურდა ჩემი კლუბში დარჩენა, რომ ვყოფილიყავი ახლოს მოთამაშეებთან, ახალგაზრდებთან, რადგან "პორტუში" ცვლილებები იგეგმებოდა.

მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ
საკუთარ თანაგუნდელებს დავეხმარო", - ციტირებს იკერ კასილასის სიტყვებს "პორტუს" ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ელ მაისს იკერი ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. როგორც აღმოჩნდა, კასილასს გულის შეტევა ჰქონდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, ესპანელი მეკარე გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მადრიდის "რეალის" ლეგენდა კარიერის დასრულებას ჯერ მაინც არ ჩქარობს და მხოლოდ 1-სეზონიანი პაუზა აიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული