"ბარსელონამ" ანდრეს ინიესტას გუნდი 21 წლის პერესის დუბლით დაამარცხა

AutoSharing Option
იაპონიაში მყოფმა "ბარსელონამ" ანდრეს ინიესტას კობეს "ვისელი" 2:0 დაამარცხა.

"ბარსელონას" ლეო მესი და ლუის სუარესი ვერ დაეხმარენ, რომლებმაც კოპა ამერიკაზე მიიღეს მონაწილეობა. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, შესვენების შემდეგ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა ინიესტა და დავიდ ვილია შეცვალა, უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ და 21 წლის კარლეს პერესის დუბლით გაიმარჯვეს.

ბარსელონა: ტერ შტეგენი (ნეტო 46), სემედო (რობერტო 46), არაუჟო (ტოდიბო 46), ლანგლე (უმტიტი 46), ალბა (ხაიმე 46), რაფინია (როდრიგესი 46), რაკიტიჩი (დე იონგი 46), ბუსკეტსი (ალენია
46), კოლადო (პერესი 46), გრიზმანი (დემბელე 46), პიუგი (მალკომი 46)

კობე. "ნოევირი". 27 720 მაყურებელი
ვისელი - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 პერესი (59), 0:2 პერესი (86)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული