
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დღევანდელი ვარჯიში ნაადრევად დაასრულა.
არგენტინელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აღმოაჩნდა.
გამოჯანმრთელების დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, მესი გუნდთან ერთად აშშ-ის ტურნეში არ გაემგზავრება.
"ბარსელონა" აშშ-ში "ნაპოლისთან" ორ მატჩს 7 და 10 აგვისტოს გამართავს.