ერნესტო ვალვერდე: მესის გარეშეც უნდა მოვახერხოთ ფონს გასვლა

AutoSharing Option
ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაოსთან" 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"პირველ ტაიმში კარგად თამაში არ გამოგვივიდა. მომენტები კი შევქმენით, მაგრამ თამაშს ვერ ვაკონტროლებდით.

მეორე ტაიმში ვდომინირებდით. მეტოქე ძალიან ღრმად ჩადგა დაცვაში, ამიტომ მომენტების შექმნა გვიჭირდა.

მიჩვეულნი ვართ, რომ ასეთ დროს მესი გვეხმარება, მაგრამ მის გარეშე ფონს გასვლაც უნდა მოვახერხოთ.

ლეოს არყოფნაში კარგი მატჩები ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ის დღეს გვაკლდა", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესიც გაკლდა,ინიესტა, ხავი, პუიოლი რონალდინიო,!!!
ზიზუ
08:46 17-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული