"ბარსელონა" მილანის "ინტერის" ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის შეძენას გეგმავს.
თუმცა ამისთვის 200 მლნ ევროს გადახდაა საჭირო. სწორედ ეს თანხაა მითითებული არგენტინელის კონტრაქტში "ნერაძურისთან", - იტყობინება El Mundo Deportivo.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილანური კლუბი 22 წლის არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებას. კლუბს მარტინესის დარჩენა 2024 წლამდე სურს.
მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა "ინტერის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.