კირან ტრიპიერი: "ატლეტიკოში" ყველა რუნის მეძახის

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ინგლისელმა ფეხბურთელმა კირან ტრიპიერმა აღნიშნა, რომ გუნდში ყველა რუნის ეძახის.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რომ დიეგო კოშტამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ სწორედ ასე მიემართა თანაგუნდელისთვის ვარჯიშზე. ზედმეტსახელი სხვებმაც უცებ აიტაცეს და ამიტომ მადრიდელთა გუნდის გასახდელში ინგლისელი ფორვარდის გვარს ხშირად გაიგონებთ.

"ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გუნდში ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი ვარ. რუნიც ერთადერთი ინგლისელია, რომელიც დიეგო კოშტას გაუგია. სინამდვილეში კი ეს შეიძლება ნებისმიერი სხვა ზედმეტსახელი ყოფილიყო. რუნის იმიტომ მეძახის, რომ პირველი, რაც თავში მოუვიდა, სწორედ ეს იყო.

სადაც უნდა
წავიდე, ყველა მეძახის: "რუნი". როცა ვვარჯიშობ, მაშინაც ყველა მაგას გაიძახის. ამისთვის დიეგოს მადლობა უნდა გადავუხადო, ყველა სახელიდან მან სწორედ ეს აირჩია", - თქვა ტრიპიერმა The Guardian-თან საუბარში.

29 წლის მცველი "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულს ლონდონის "ტოტენჰემიდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული