პირველი ანშლაგი სეზონში: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი სეზონში პირველად გაყიდა და ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასამართი თამაში იქნება "პარის სენ ჟერმენის" წინააღმდეგ.

ჯერ ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ აბონემენტის მფლობელთათვის იყო, ხოლო როცა გასაყიდად გამოიტანეს, პარასკევსვე (15 ნოემბერს) გაიყიდა ყველა.

მადრიდული კლუბისათვის აღნიშნული მატჩი პრინციპული იქნება, რადგან პირველ თამაშში განცდილი მარცხის (0:3) გამო "რეალს" რევანში აქვს ასაღები. თან, ადგილობრივი პუბლიკა კილიან მბაპეს იხილავს, რომლის ყიდვაც ფლორენტინო პერესს ძალიან სურს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ მადრიდში 3000 გულშემატკივართან ერთად ჩამოვა და პარიზელებმა
უკვე გააგზავნეს მოთხოვნა მათი ფანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული