"რეალმა" "ალავესი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა - ხვალამდე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს, ლა ლიგას მე-15 ტურში "რეალმა" სტუმრად 2:1 სძლია "ალავესს".

"რეალი" 31 ქულით პირველ ადგილზეა და 7 დეკემბერს "ესპანიოლს" მასპინძლობს.

"ბარსელონას" შეუძლია "რეალს" დაეწიოს, რომელიც პირველ დეკემბერს გასვლაზე "ატლეტიკოს" ხვდება.

სერხიო რამოსმა ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა - იმდენივე, რამდენიც ედენ აზარმა და გარეთ ბეილმა ერთად.

მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილი 5 ოქტომბრის შემდეგ პირველად დააყენა სასტარტოში.

"რეალი" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია: 6 მოგება და 2 ფრე.

ვიტორია-გასტირეზი. "მენდიზოროზა". 19 357 მაყურებელი
ალავესი - რეალი 1:2
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (52),
1:1 ლუკას პერესი (65, პენ), 1:2 კარვახალი (69)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული