გინახავთ "რეალი" მწვანე ფორმით? ხვალ ნახავთ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ლა ლიგას მე-16 ტურში ხვალ, 7 დეკემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ, ძირითადის ნაცვლად გუნდის მესამე, მწვანე ფორმით ითამაშებს.

ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად იქნა მიღებული. ამ დღეებში მადრიდი გაეროს 25-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს და "ესპანიოლთან" შეხვედრა "რეალისთვის" მესამე ფორმით თამაშის ყველაზე შესაბამის საშუალებად ჩაითვალა.

მადრიდელები მესამე სათამაშო კომპლექტით მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებენ. ამასთანავე, სანტიაგო ბერნაბეუზე იქნება გამოფენილი დიდი ბანერი, რომელიც ასევე, ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხება.

აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 7 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ძაან ბევრჯერ, და შენ არა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული