გარეთ ბეილმა ისევ ტრავმა მიიღო და სამწუხარო რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და "ესპანიოლთან" და "ბრიუგესთან" ვერ ითამაშებს.

რაც უელსელი 2013 წელს "რეალში" გადავიდა, ეს მისი 23-ე ტრავმაა. "ტოტენჰემში" 6 წელი ასპარეზობის მანძილზე მან 22 ტრავმა მიიღო. ასე რომ, საკუთარი "რეკორდი მოხსნა".

"რეალში" მან 90 მატჩი გამოტოვა, ხოლო "ტოტენჰემში" - 120.

მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ბეილმა 8 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 შეხვედრაში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს და დემბელე შუშის ფეხბურთელები არიან, მგონი სიარულის დროსაც იღებენ ტრამვებს
irakli
10:47 07-12-2019
0

სიახლეები პოპულარული