პაკო ალკასერი ესპანეთში აპირებს დაბრუნებას

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, თავდამსხმელი პაკო ალკასერი "დორტმუნდს" დატოვებს. ამის შესახებ მან გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა.

მიზეზი ისაა, რომ "დორტმუნდმა" "ზალცბურგის" ფორვარდი ერლინ ჰოლანი შეიძინა.

ალკასერს "ატლეტიკოში" უნდა გადასვლა, მადრიდული კლუბი კი არჩევანს მასსა და ედინსონ კავანის (პსჟ) შორის აკეთებს. თუმცა, კავანიმ ძალიან დიდი ხელფასი მოითხოვა და შესაძლოა, ეს ტრანსფერი არ განხორციელდეს.

ალკასერი შეიძლება "დორტმუნდმა" გაანათხოვროს, ოღონდ იმ პირობით, რომ "ატლეტიკო" ზაფხულში კონტრაქტს 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 11 მატჩში პაკომ 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული