ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურინის "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ძალიან ახლოს არიან ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცვლასთან.
"ბიანკონერის" რიგებში შესაძლოა, 19 წლის თავდამსხმელი ალეხანდრო მარკესი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, კატალონიელების ფორმას 21 წლის ნახევარმცველი მატეუს პერეირა მოირგებს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "დიჟონში" თამაშობს.
ამ ეტაპზე, კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმება რთული მისაღწევი არ უნდა იყოს. მარკესს წლევანდელ სეზონში "ბარსას" ძირითად გუნდში შეხვედრა არ ჩაუტარებია, ხოლო პერეირამ ლიგა 1-ის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
85.5 მილიონად შეძენილ დე ლიხტს "იუვენტუსი" "აიაქსში" დააბრუნებს?