ფატიმ იმდენივე გაიტანა, რამდენიც ჯამში როდრიგომ, ვინისიუსმა და იოვიჩმა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველმა ფატიმ "ლევანტეს" ორი გოლი გაუტანა და ლა ლიგაში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ფატის ანგარიშზე უკვე 4 გოლია, იმდენივე, რამდენიც "რეალის" შემტევებმა როდრიგომ, ვინისიუსმა და იოვიჩმა ერთად გაიტანეს.

ფატიმ ჩემპიონატის 13 მატჩში 582 წუთი ითამაშა და მეტოქეთა კარი ყოველ 145.5 წუთში დალაშქრა.

ვინისიუსმა და იოვიჩმა 14-14 მატჩი ჩაატარეს, ხოლო როდრიგომ - 12.

ფატი "ბარსას" აღზრდილია. როდრიგო "რეალმა" "სანტოსისგან" 45 მილიონ ევროდ შეიძინა, ვინისიუსი - "ფლამენგოსგან" ასევე 45 მილიონად, იოვიჩი კი "აინტრახტისგან" -
60 მილიონად. მოკლედ, "ბლანკოსმა" ამ "სამ სიამოვნებაში" 150 მილიონი გადაიხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული