უსმან დემბელე ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და ორი კვირა გაუცდებოდა, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა.

დღეს ჩატარებულმა მედშემოწმებამ დაადგინა, რომ დემბელეს ბარძაყის ორთავა მყესი სრულად აქვს გაწყვეტილი. რაც 3 წლის წინ "ბარსაში" გადავიდა, მას კუნთი მეშვიდედ დაუზიანდა.

კატალონიური საიტის ცნობით, დემბელე ამ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" აგრეთვე ტრავმირებული თავდამსხმელი ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ გავიგე, ეს ხრუსტალისგან ხომ არ არის შექმნილი, ასე ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე, რომ იმტვრევა?
ვაა ამანაც ხომ უკვე გინესის რეკორდი მოხსნა რა?!
17:35 05-02-2020
0
შარშან ზაფხულს ერთი ბარსას გულშემატკივარი მიმტკიცებდა, ნახე დემბელემ ნეიმარს თუ არ აჯობოს მომავალი სეზონიდანო და ეგ სეზონიც დაამთავრა უკვე
: )))))))
11:31 05-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული