
თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, 4 თვე მოუწევს უქმობა და ამ სეზონში "ბარსას" ვეღარ დაეხმარება.
არადა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ურუგვაელს მხოლოდ 3-4 კვირა გაუცდებოდა.
მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩშიც მიიღო ტრავმა და მუხლზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სუარესმა 23 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.
ESPN-ის ცნობით, სუარესის ტრავმის გამო კატალონიური კლუბი იანვარში ფორვარდის დამატებას შეეცდება, თუმცა ეს ასე ადვილად მოსახერხებელი არ არის.