ვალვერდეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე საჩემპიონო ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, ლა ლიგაზე არა "ბარსელონა", არამედ "რეალი" იმარჯვებს.

"ახლა მადრიდი ძალიან ძლიერია. ისინი პრიმერას მოგებაზე არიან მობილიზებულნი. ვფიქრობ, ფავორიტები არიან", - ციტირებს ვალვერდეს Cadena Cope.

"რეალი" ჩემპიონატის ლიდერია და "ბარსას" 3 ქულით უსწრებს.