"ბარელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კატალონიურ გუნდში თავდამსხმელ ლეო მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს საიდუმლოს ნაწილია. კარგია, რომ ეს ასეა. უკეთესია, ხალხმა არ იცოდეს, ჩვენ ვინ ვართ. დაე, ეგონოთ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. უკეთესია, მათ სიმართლე არ იცოდნენ", - ციტირებს ვალვერდეს La Sexta.
ვალვერდე "ბარსას" მწვრთნელობიდან 2020 წლის იანვარში გადააყენეს, ხოლო მესი პსჟ-ში ახლახან გადავიდა.