კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანსისკო კარასკომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კატალონიურ გუნდში არ დაბრუნდება.

"გვარდიოლა ძალიან ჭკვიანია და "ბარსელონაში" არ დაბრუნდება. თუმცა, გუნდის ყველა ფანი ამაზე ოცნებობს, თანაც ვიდრე მესი კიდევ თამაშობს.

ვალვერდეს გადაყენების საკითხი ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" წაგების შემდეგ დაისვა, იქამდე კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" კოშმარული მარცხი განიცადა.

მაშინ სამუშაოზე დატოვეს, მე კი ვთვლი, რომ 30 ივნისამდე მუშაობა უნდა ეცლიათ. ეს უფრო თანმიმდევრული და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა", - ციტირებს კარასკოს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას "ყოფილები" მაგარი ბოღმები არიან, დედი..შენისამ, პეპს თუ დაბრუნება უნდა შენა გკითხავს არა?
ბარსადან გაბუნძულებო, ნუ ახვრობთ.
22:08 23-05-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული