სალინასი: ბრეიზუეითის "ბარსელონაში" ტრანსფერი კატასტროფაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხულიო სალინასმა კატალონიური კლუბი მარტინ ბრეიზუეითის შეძენის გამო გააკრიტიკა.

"ბრეიზუეითის ტრანსფერი კატასტროფაა, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ჯერ ერთი, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და თანაც, მასში 18 მილიონი ევროს გადახდა და 4.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება აბსურდულია.

აბელ რუისს, კარლეს პერესსა და სხვა ბევრ ფეხბურთელს ნაკლებ ფასად გაქცევის უფლება მისცეს, ბოლოს და ბოლოს რაში სჭირდებათ კანტერა?", - განუცხადა სალინასმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული