SOS: კლასიკომდე და "სიტისთან" ჯახამდე "რეალი" "ლევანტემ" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 25-ე ტურში "ლევანტემ" "რეალი" 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსმა" 19 ოქტომბრის შემდეგ ჩემპიონატზე პირველი მარცხი იწვნია.

"სამეფო გუნდი" პირველ ტაიმში მეტოქეს სჯობდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და 79-ე წუთზე მეკარე კურტუას შეცდომის შემდეგ გამარჯვების გოლი მორალესმა გაიტანა.

"რეალი" 53 ქულით მეორე ადგილზეა, "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩა და 2 მარტს, ჩემპიონატის მორიგ ტურში "ბარსას" უმასპინძლებს, იქამდე კი, 27 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

67-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო "რეალის" ნახევ
არმცველმა ედენ აზარმა და შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული