ტერ შტეგენი: შუქი ჩაქრა, მაგრამ არა "ბარსელონაში"

AutoSharing Option
"ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა "ნაპოლისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის წინ გუნდის ფსიქოლოგიურ მზადოყოფნაზე ისაუბრა.

"ყოველ წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ძალიან კარგი შეჯიბრებაა, რომელშიც შორს წასვლა და რაღაცის მიღწევა ძალიან რთულია. წინ ადვილი შეხვედრა არ გველის, თუმცა ვიცით, რომ კარგი ანგარიშისთვის ბოლომდე დავიხარჯებით, საქმეს კი "ნოუ კამპზე" დავამთავრებთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ. შუქი კი ჩაქრა (ინტერვიუს დრო), თუმცა ეს "ბარსელონაში" არ მოხდება", - განაცხადა გერმანელმა მეკარემ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაქვრაო? ვ თქვა? როდის უნდა ისწავლოს მაგ ბიჭმა ქართული... :/
2

სიახლეები პოპულარული