მესიმ "ეიბართან" პოკერი" შეასრულა - "ბარსელონამ" "ეიბარი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 5:0 დაამარცხა.

ლეო მესიმ ლა ლიგაზე მე-5 პოკერი შეასრულა და "ბარსას" რეკორდი დაამყარა. მან ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 18 გოლით პრიმერას ბომბარდირია. ამას გარდა, ლეომ ზედიზედ მე-12 სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 55 ქულით გალიდერდა, თუმცა სტუმრად "ლევანტეს" დამარცხების შემთხვევაში, პირველი ადგილის დაბრუნება "რეალს" შეუძლია.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 66 970 მაყურებელი
ბარსელონა - ეიბარი 5:0
გოლები: 1:0 მესი (14), 2:0 მესი (37), 3:0 მესი (40), 4:0 მესი (87),
5:0 არტური (89)
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ მწყდება გული, მესის სეზონის დასაწყისში, რომ გაუცდა თვეები ტრამვის გამო ეხლა ექნებოდა მაგარი გოლები გატანილი.
0
სულ ავღნიშნავ, რომ მესი არ გაბრაზონ მეტოქის მწვრთნელებმმა თუ ფეხბურთელებმმა. მესის მისამართით უტაქტოდ ნათქვამმა ეიბარის მწვრთნელის მხრიდან, თვითონვე მოუტრიალდა ცუდად, კი ვნახეთ როგორ დასაჯა ლეომ მეტოქე.
asea es.
12:36 23-02-2020
0

სიახლეები პოპულარული