ვილიანი "ბარსელონას" ფეხბურთელი არ გახდება, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
31 წლის ნახევარმცველს "ჩელსისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსას" მისი ხელში ჩაგდება მუქთად შეეძლო, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადაიფიქრა.
პირველი მიზეზი მისი ასაკია; მეორე - ის, რომ ანსუ ფატის პროგრესს ხელს შეუშლის და მესამე - ნეიმარის პსჟ-დან შესაძლო დაბრუნება.
ამ სეზონში პრემიერლიგაში ვილიანმა 27 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ სეზონში პრემიერლიგაში ვილიანმა 27 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.