"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ "რეალი" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს დაემშვიდობება. ხორვატის სამსახურით MLS-ის რამდენიმე გუნდი და მათ შორის მაიამის "ინტერია" დაინტერესებული.
მოდრიჩს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება და სავარაუდოდ გაყიდიან.
გასულ სეზონში ლუკა "მილანში" აპირებდა გადასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
ის "რეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა.