"ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ "რეალი" მე-15 ადგილოსანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უჭირთ ესპანეთში გრანდებს, ოხ, რარიგად უჭირთ

8 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბეტისმა" სახლში "რეალს" 2:1 მოუგო.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი, ისევე, როგორც მთელი მატჩი, კარგად ჩაატარეს. ჯერ ბარტრამ ახლო მანძილიდან გადააცილა თავურით ბურთი კარს, შემდეგ კურტუამ ფეკირის დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო მე-40 წუთზე სიდნეიმ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეკარეს ბურთის მოგერიება მართებდა. თუმცა სტუმრებმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ საპასუხო გოლი გაიტანეს - მარსელოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ბენზემამ გამოიყენა.

55-ე წუთზე "ბეტისის" ვეტერანმა ნახევ
არმცველმა ხოაკინმა საგოლე მომენტი გააცუდა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა შეცვლაზე შესულმა ტელიომ, რომელიც გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რეალი" 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 14 მარტს "ეიბარს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსმა" უკანასკნელი 7-დან 4 მატჩი წააგო - იქამდე 32 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

ბენზემამ "რეალში" 241-ე გოლი გაიტანა, პუშკაშს დაეწია და ამ მაჩვენებლით ხუთეულში შევიდა - 450 გოლით საუკეთესო რონალდოა.

38 წლის ხოაკინმა პრიმერაში 544-ე მატჩი ჩაატარა. მასზე წინ მხოლოდ სუბისარეტა (622) და რაული (550) არიან.

სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 51 521 მაყურებელი
ბეტისი - რეალი 2:1
გოლები: 1:0 სიდნეი (40), 1:1 ბენზემა (45+3, პენ), 2:1 ტელო (82)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსას და მესის რო მიწასთან ასწორებენ ხილმე, ამაშია საქმე, მწარე რეალობა, და, ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო კაცი, შანტაჟისტი მესი, გგ, კაკო, მწარე სიმართლე, სად ხართ? რატო აღარ ჩანხართ? დაგადუმათ თქვენმა საყვარელმა რეალმა? თუ ინტერნეტი გაგეთიშათ?
0
რეალის ფანები არ გამოჩნდებიან კაი ხანი, მითუმეტეს ამ კვირაში ლიგიდანაც ვარდებიან ოფიციალურად!
barsa
15:52 09-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული