ლა ლიგაზე "ბეტისთან" 1:2 წაგება "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ასე ახსნა:
"ცუდად ვითამაშეთ. ვერც პირველ და ვერც მეორე ტაიმში ვერ ვივარგეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, ხშირად ვკარგავდით ბურთს. როდესაც შენს დონეზე ვერ ასპარეზობ, ყველაფერი გირთულდება.
დღეს ყველაფერი გვაკლდა. სეზონში ყველაზე უარესი შეხვედრა ჩავატარეთ. ენერგია არ გვყოფნიდა, ბურთის ფლობა, აგრესიულობა. ცუდი დღე გვქონდა, ასეც ხდება ხოლმე. ამაში პასუხისმგებელი მე ვარ. წაგების გამო გაგიჟება არ არის საჭირო. სასიხარულოც არაფერია.
პირველ ტაიმში უხეიროდ გავისარჯეთ, მაგრამ საქმის გამოსასწორებლად კიდევ 45 წუთი გვქონდა. მომხდარს
არანაირი ახსნა არა აქვს.
ბრძოლას გავაგრძელებთ. ჯერ კარგ სეზონს ვატარებთ. კარგი მომენტებიცაა, ცუდიც, თუმცა ჩვენ ამას გავუმკლავდებით. მოგებას არ ვიმსახურებდით. ყველაფერი გაანალიზებას საჭიროებს.
11 მატჩი დარჩა და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, დღეს კი მოგებისთვის არაფერი გაგვიკეთებია. ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ. მათ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ. მარცხზე მე ვაგებ პასუხს", - ციტირებს ზიდანს "მარკა".