ტერ შტეგენმა გაამხილა, როგორ ასრულებს კარანტინში საშინაო დავალებებს

AutoSharing Option
კარანტინში მყოფმა "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

"ცოტა უცნაური კი არის ჩემი პროფესიისთვის, მაგრამ გუნდიდან დისტანცირებული მეკარე ვარ. როგორც სპორტსმენები, ვალდებულნი ვართ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. მთელი დღე ამით ვარ დაკავებული.

კლუბიდან მზადების გეგმა მოგვცეს. ის ყოველდღე კორექტირდება. შემდეგ საშინაო დავალებებს შეგვიმოწმებენ.

სახლში მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი ვართ. ერთმანეთს ვამხნევებთ. ჩემი მეუღლე პროექტზე მუშაობს. მალე უნდა დაასრულოს. გვინდა ჩვენს საქმიანობაში საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ",- განუცხადა გოლკიპერმა "ბილდს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული