მესიმ კორონავირუსთან ბრძოლისათვის კატალონიის საავადმყოფოს 1 მილიონი შესწირა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი კორონავირუსთან ბრძოლაში კატალონიის საავადმყოფოს დაეხმარება.

არგენტინელმა Hospital Clinic-ს 1 მილიონი ევრო შესწირა, რომელიც კორონავირუსს იკვლევს.

"მადლობას ვუხდით ლეოს მხარდაჭერისათვის", - წერს კლინიკის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ამას გარდა, მესიმ რიგი შემოწირულობები გაიღო არგენტინის საავადმყოფოებისთვის.

ესპანეთში კორონავირუსით თითქმის 40 ათასი ადამიანია დაავადებული. 2 800 გარდაიცვალა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ