რონალდომ ჯიბეზე ხელი გაიკრა - ცნობილი გახდა, რამდენს გაიღებს კორონავირუსით დაავადებულთათვის

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი რონალდო კორონავირუსთან ბრძოლას შეუერთდა.

"დეილი მეილის" ცნობით, კრიშტიანო თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად ლისაბონისა და პორტუს საავადმყოფოებს 1.1 მილიონ ევროს შესწირავს.

ამ ფულით საავადმყოფოები სამედიცინო ინვენტარსა და პრეპარატებს შეიძენენ.

ამას გარდა, რონალდო და მენდეში საქველმოქმედო შენატანით ინტენსიური თერაპიის სამი პალატის დაფინანსებას გააგრძელებენ, სადაც პანდემიით დაავადებულები მკურნალობენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათთვის 1 მილიონი არაფერი არაა, ვითომ ქველმოქმედება
აი სიმართლე
10:08 25-03-2020
4
ფაჩულიეც მასეა
luarsabi
01:51 25-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული