ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლემ კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1 მილიონი გაიღეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ კორონავირუსთან ბრძოლას 1 მილიონი ევრო შესწირეს - ისინი #WeKickCorona-ს აქციას შეუერთდნენ.

ეს აქცია პოლონელის თანაგუნდელებმა ლეონ გორეცკამ და ჯოშუა კიმიჰმა წამოიწყეს, რომელთაც ასევე 1 მილიონი გაიღეს.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რა რთული სიტუაციაა და დღეს ყველანი ერთ გუნდში ვთამაშობთ. მოდით, ამ ბრძოლაში ძლიერები ვიყოთ.

თუ ვინმეს დახმარება შეგვიძლია, მოდით ეს გავაკეთოთ. ვითარებამ ყოველი ჩვენგანი შეძრა, ამიტომ გთხოვთ ინსტრუქციის მიხედვით ვიმოქმედოთ და იმათ დავუჯეროთ, ვინც ეს ჩვენზე უკეთ იცის. ვიყოთ პასუხისმგებლობის მქონენი.

ჩვენ გვჯერა,
რომ მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ამ სიტუაციაში ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავივლით ამ გზას", - ნათქვამია ლევანდოვსკების განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული