"ვალენსიას" 9 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი კორონავირუსისგან განიკურნენ, - იტყობინება "მარკა".
მათ მიერ ჩაბარებული ყველა ტესტი უარყოფითი გამოდგა.
ცნობილი იყო, რომ ვირუსისგან ელიაკიმ მანგალა, ესეკიელ გარაი დ ხოსე გაია დაინფიცირდნენ, დანარჩენთა ვინაობა კი, ფეხბურთელთა და კლუბის გადაწყვეტილებით, არ გაუმხელიათ.
მასობრივი დაინფიცირების მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე მილანში ჩატარებული "ატალანტასა" და "ვალენსიას" მატჩი გახდა. მოგვიანებით მას ბერგამოს მერმა "ბიოლოგიური ბომბი" უწოდა.
მასობრივი დაინფიცირების მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე მილანში ჩატარებული "ატალანტასა" და "ვალენსიას" მატჩი გახდა. მოგვიანებით მას ბერგამოს მერმა "ბიოლოგიური ბომბი" უწოდა.