მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მცველი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი მცველი გრეგორიო "გოიო" ბენიტო რუბიო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იტყობინება "სამეფო კლუბის" საიტი.

"რეალი", პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლეგენდის,  ბენიტოს გარდაცვალების გამო.

"რეალი" უსამძიმრებს მის მეუღლეს, შვილებსა და ახლობლებს. ბენიტო მუდამ იყო ჩვენი კლუბის ფასეულობათა მატარებელი", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ბენიტო "რეალის" ღირსებას 1966-82 წლებში იცავდა, მის რიგებში ესპანეთის ჩემპიონატის 300-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ კი - თასის მფლობელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული