დელ ბოსკე: ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და ცუდი მაგალითია

AutoSharing Option
69 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ Mundo Deportivo-სთან კომენტარი პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის შესახებ გააკეთა.

"ნეიმარი ძალიან რთული ბიჭია და მე ის კარგ მაგალითად არ მიმაჩნია.

თუმცა, ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. თუ მკითხავთ, ვინ არის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ის აუცილებლად იქნება ჩემს სიაში.

მაგრამ მოედანზე ის არასერიოზულად იქცევა, ბევრს სიმულანტობს. მოქმედების იმავე ფორმის ნაწილი იყო ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლა", - თქვა დელ ბოსკემ.

და ცუდი მაგალითია" style="height: 50px; width: 50px;" />ზიკო: ნეიმარი შესანიშნავია, მაგრამ მესისა და რონალდოსავით პროფესიონალი უნდა იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული