"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ საუკეთესო მოგონება გაიხსენა.
"ბარსელონაში" საუკეთესო მოგონება "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" 6:2 ძლევაა. ეს მთავარ მეტოქესთან მისსავე სტადიონზე ისტორიული მატჩი იყო. სრულყოფილი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ამას ვერასოდეს დავივიწყებ.
ელ კლასიკო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. "მანჩესტერი" ყოველთვის ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი იყო, "მანჩესტერ სიტი" კი მრავალი წლის მანძილზე ასეთი არ გახლდათ. "ბარსელონა"-"რეალი" - ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი დაპირისპირებაა, - განუცხადა ტურემ კატალონიურ "სპორტს".