დუდეკი: მესი პეპესა და სერხიო რამოსს აჩლუნგებდა

AutoSharing Option
"ფეიენოორდის", "ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილმა მეკარემ, პოლონელმა ეჟი დუდეკმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისა და მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

"მესი და გვარდიოლა უდიადესი პროვოკატორები არიან, რომლებსაც შევხვედრივარ. ხანდახან ისინი თავიანთ ხელოვნებაში სრულყოფილებას აღწევდნენ.

პირველს შეეძლო პეპე და სერხიო რამოსი დაჩლუნგებამდე მიეყვანა, მეორეს კი - მოურინიო. თქვენ რომ მოგესმინათ, მესი დედას როგორ იგინებოდა! როდესაც შეხედავდი, წესიერი, წყნარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორი სიტყვები იცოდა", - ციტირებს დუდეკს "მარკა".