"ბარსელონას" ვერავინ ცნობს, ახლა თამაშზე უარს ამბობენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" სეზონის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, უარი განაცხადოს მონაწილეობაზე, თუ ფეხბურთელების შესაბამის სანიტარულ ნორმებსა და უსაფრთხოების პირობებს არ შექმნიან.

Sport.es-ის ინფორმაციით, საკითხს მიმდინარე კვირაში დირექტორთა საბჭოზე განიხილავენ. ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს თამაშს არ დააძალებს, თუ ისინი თავს დაცულად არ იგრძნობენ. ასევე, კლუბს ეჭვი ეპარება ლა ლიგის კომპეტენციაში და იმ პირობის, რომ უსაფრთხოების დაცვა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ სეზონზე უარის თქმა კლუბს უდიდეს ეკონომიკურ ზარალს მოუტანს, თუმცა, კატალონიელების თქმით, ფეხბურთელების ჯანმრთელობა უპირველესია.