"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს წყაროზე დაყრდნობით, ჰოლანდიელი რონალდ კუმანი "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი გახდება და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კატალონიელების ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კუმანი მთავარი მწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატია. გუშინ, 16 აგვისტოს, ბართომეუმ კიკე სეტიენის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სეტიენთან ერთად "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი დატოვებს. ფრანგი ფუნქციონერი "ბაიერნის" მიერ "ბარსას" 8:2 განადგურების შემდეგაც კი სეტიენს მხარს უჭერს.

რონალდი "ბარსელონაში" 1989 წლიდან 1995 წლამდე თამაშობდა. 1998 წლიდან 2000 წლამდე კუმანი კატალონიელების სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

-31/01/3-kuman.png" border="0" alt="alt" title="კუმანმა "ბარსასთან" 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა" style="height: 50px; width: 50px;" />კუმანი უკვე ბარსელონაშია - "ბარსა" დიდი ცვლილებების მიჯნაზეა

altდღეს სეტიენს გადააყენებენ - "ბარსელონას" კუმანი ჩაიბარებს?

მკითხველის კომენტარები / 19 /
Kumanma shesanishnavi ajax-i sheqmna chveulebrivi pexburtelebit tu gaxsovt chempionta ligaze 1/4roca gavida da milanma mougo mashin da ligac moigo...da mgonia barcelonashi ufro did cafmatebebs miagcevs da barcelonasac caadgeba!!!
Simartle
12:24 18-08-2020
0
სათაურის დაწერა ალბათ სხვას ევალება, და ტექსტის მომზადება სხვას! ეს მომენტი გარდაუვალი იყო ბარსელონასთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა გუნდი ამ მომენტამდე, არ არსებობს გუნდი დაღმასვლა რო არ დაეწყოს, ეს უკეთესიც კი შეიძლება დარჩეს სამომავლოდ, იძულებითი ცვლილებები აშკარად შემოატრიალებს ბარსელონას, არჩევნებზე ამ პრეზიდენტსაც მიაბრძანებენ და შემდეგ ზედმეტი ხორცმეტებისგან ამოისუნთქებს გუნდი,,,
Vasili
20:35 17-08-2020
1

სიახლეები პოპულარული