
"ჰელსინგბორგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და "ბარსელონას" ექსფორვარდი ჰენრიკ ლარსონი კატალონიური გუნდის ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემოთავაზებას დათანხმდა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.
AS-ის ცნობით, ლარსონი "ბარსას" ფორვარდების მწვრთნელი იქნება.
ასევე, "ბლაუგრანას" სამწვრთნელო შტაბში ალფრედ შროიდერი იმუშავებს, რომელიც ივნისში "ჰოფენჰაიმიდან" გაათავისუფლეს.